ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ვხედავთ ძალიან დეტალურ და კრიტიკულ ანგარიშს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან” – ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმიანება.

ბაქრაძის შეფასებით, აშშ კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყველა ის პრობლემური საკითხია ასახული, რომელზეც ოპოზიციური სპექტრი წლებია საუბრობს.

“აქამდე “ქართული ოცნება” ყოველთვის თავს იმშვიდებდა, რომ კრიტიკა, წერილები, კომენტარები, ყველაფერი იყო პოლიტიკური, მოდიოდა პოლიტიკური ფიგურებისგან და პრობლემები არ იყო ასახული ინსტიტუციონალურ შეფასებაში, მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში. ეს ყველაფერი უკვე იცვლება და ჩვენ ვხედავთ ძალიან დეტალურ და კრიტიკულ ანგარიშს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2019 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს. 53-გვერდიან ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, გახმაურებული საქმეები, საპოლიციო ძალების გამოყენების საკითხი და მედიაგარემოა შეფასებული.

იტვირთბა....