ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველო – რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

კორონავირუსის გამო საქართველო- რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

რაგბის კავშირის ინფორმაციით, მათ ვინც უკვე შეიძინა ბილეთები, თანხის დასაბრუნებლად tkt.ge- ს უნდა მიმართონ.

„ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის”, – წერია რაგბის კავშირის განცხადებაში.

იტვირთბა....