ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირია მოთავსებული

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ადამიანია მოთავსებული. ისინი კლინიკაში ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს.

სამედიცინო ცენტრის დირექტორის თქმით, სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება სასტუმროს, იზოლაციაში 39 მოქალაქე იმყოფება. ისინი საკარანტინო სივრცეში ორი კვირით დარჩებიან.

შეგახსენებთ, წუხელ საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....