ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინი აფეთქებები კიდევ იქნება. რაოდენობა მოიმატებს, შეიძლება მნიშვნელოვნადაც” – ცერცვაძე

“მე მიმაჩნია, რომ ასეთი მინი აფეთქებები კიდევ იქნება. რაოდენობა მოიმატებს, შეიძლება მნიშვნელოვნადაც, მაგრამ არა იმდენად, რომ გამოვიდეს კონტროლიდან. მე მინდა შეგახსენოთ, როცა იყო ღორის გრიპის ეპიდემია 2009-2010 წლებში, საქართველოში გარდაიცვალა 52 ადამიანი. ეს მაშინ, როცა საქართველომ დადო ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სიკვდილობის. ახლა არცერთი არ გარდაცვლილა ჯერ, სულ 23 ავადმყოფი გვყავს და პანიკა ჯერ უადგილოა.”

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი – თენგიზ ცერცვაძე

“ტვ პირველი”

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....