ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კორონავირუსის გამო, პარლამენტის თანამშრომლებს შეზღუდვები უწესდებათ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ ბრძანება გამოსცა.

დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატები და პარლამენტის თანამშომლები, რომლებიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში იმყოფებოდენ, საქართველოში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა მივიდნენ.

ასევე, თვითიზოლაციაში უნდა დარჩნენ თანამშრომლები, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ მოქალაქეებთან და საჭიროების შემთხვევაში სამუშაო დისტანციურად უნდა განახორციელონ.

არჩილ თალაკვაძის ბრძანების მიხედვით, ყველა ასეთ თანამშრომელს შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდება.

იტვირთბა....