ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსის გამო, ყველა ასოციაციამ, „უეფასთან“ ერთად, უნდა იზრუნოს გულშემატკივართა ჯანმრთელობაზე, ასევე ფეხბურთელებზე”

საერთაშორისო მატჩების დახურულ კარს მიღმა გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ფეხბურთელები სხვადასხვა ქვეყნებში მგზავრობენ და საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებენ, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

კობიაშვილის თქმით, გულშემატკივრებთან ერთად, უეფამ ფეხბურთელების ჯანმრთელობაზეც უნდა იზრუნოს.

„იმ დროს, როდესაც ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გლობალურად ყოველდღიურად იზრდება, საერთაშორისო მატჩების დახურულ კარს მიღმა გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ფეხბურთელები სხვადასხვა ქვეყნებში მგზავრობენ და საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებენ. ყველა ასოციაციამ, „უეფასთან“ ერთად, უნდა იზრუნოს გულშემატკივართა ჯანმრთელობაზე, თუმცა ასევე ფეხბურთელებზე. ეს არის ფაქტორი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. გულშემატკივრების გამოკლებით პრობლემა არ გადაიჭრება“, – წერს კობიაშვილი ‘ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.

იტვირთბა....