ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტაილანდი ვიზების გაცემას 18 სახელმწიფოს შეუჩერებს. შეზღუდვა ეხება საქართველოს მოქალაქეებსაც.
ტაილანდმა უვიზო მიმოსვლა სამხრეთ კორეას, იტალიას და ჰონგ – კონგის მოქალაქეებს შეუჩერა.
18 სახელმწიფოს შორის კი ბულგარეთი, ბუტანი, ჩინეთი, კვიპროსი, ეთიოპია, ფიჯი, საქართველო, ინდოეთი, ყაზახეთი, მალტა, მექსიკა, ნაურუ, პაპუა ახალი გვინეა, რუმინეთი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი და ვანუატუ არიან.