ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, უეფამ მატჩების დაწყებამდე ტრადიციული ხელის ჩამორთმევა გააუქმა.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოთამაშეები ხელს აღარ ჩამოართმევენ მეტოქეებს და მსაჯებს, რაც წინასამატჩო პროტოკოლით იყო გათვალისწინებული.
რეგულირება ძალაში უეფას ტურნირების ყველა მატჩში იქნება.