“ყველა საზღვარიც რომ ჩავკეტოთ, ვირუსი მაინც გავრცელდება”, – ასე გამოეხმაურა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იტალიიდან მოქალაქეების გერმანიაში შეშვების შეზღუდვის მოწოდებებს. მინისტრის განცხადება, გერმანულ მედიაზე დაყრდნობით, სააგენტო “როიტერსმა” გაავრცელა.
„ვირუსი არის გერმანიაში, არის ევროპაში. ამას უნდა შევეგუოთ. ყველა საზღვარიც რომ ჩავკეტოთ, ვირუსი მაინც გავრცელდება. ადრე თუ გვიან მოგვიწევს ადამიანების გაშვება და ის კვლავ დაიწყებს გავრცელებას“, – აცხადებს იენს შპანი.
შეგახსენებთ, გერმანიაში კორონავირუსის სულ 1565 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში “კოვიდ-19”-ს 2 ადამიანი ემსხვერპლა.