ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით გარეჯის დაცვის კომიტეტმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა

დავით გარეჯის დაცვის კომიტეტმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დავით გარეჯის ოკუპაციის საკითხზე რეაგირების მოთხოვნით აქცია გამართა.

მათი თქმით, სასულიერო, თუ სამოქალაქო პირებს დავით გარეჯის ტერიტორიაზე გადასვლის საშუალება თავისუფლად უნდა შეეძლოთ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჯავანაძემ აქციის დასრულების შემდეგ სამინისტროში წერილი შეიტანა, რომელშიც ისინი უწყებისგან გარეჯის თემაზე რეაგირებას და საქმეში საერთაშორისო პარტნიორებს ჩართულობას მოითხოვენ.

“ზალკანიანის უწყება დუმს, არავითარი რეაგირება არ ხდება. არ დაუბარებიათ ელჩი, არ გადაუციათ საპროტესტო ნოტა. სამინისტროში შევიტანეთ წერილი, სადაც ვითხოვთ, რომ აზერბაიჯანის მიერ ქართული ტერიტორიის ოკუპაციაზე დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება”,-განაცხადა მჟავანაძემ.

 

იტვირთბა....