ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზონალურ საათობრივი პარკირება არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა” – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების რეფორმის შესახებ ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა და საპილოტე პროექტები განხორციელდა.

“ზონალურ საათობრივი პარკირება არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. გვაქვს რამდენიმე კონკრეტული ქუჩა, სადაც დავიწყეთ საპილოტე პროექტების განხორციელება. ეს არის კოტე აფხაზის ქუჩა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და საკმაოდ წარმატებით წარიმართა ეს პროცესი, ასევე ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, სადაც განხორციელდა ანალოგიური მიდგომა ჩვენი მხრიდან. დაინერგა ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა და ძალიან კარგად მუშაობს. ანალოგიური მიდგომა გვექნება ბარათაშვილის ქუჩაზე, სადაც დაინერგება ზონალურ-საათობრივი პარკირება. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო, ასევე უფასო იქნება შშმ პირთათვის და მათთვის, ვისაც ჰყავს ელექტრომობილები. იქნება სპეციალური ადგილები “ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც თეთრი ფერის ტაქსები ჰყავს და აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც რეგულაციით იყო მოთხოვნილი, მათთვისაც იქნება უფასო“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ცნობით, ანალოგიური, პარკირების წესების დანერგვა იგეგმება თბილისის სხვადასხვა ქუჩასა და რაიონში.

იტვირთბა....