ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

იური ნოზაძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, მანამდე ახალი ტიპის ვირუსი გამოუვლინდა იური ნოზაძის ოჯახის წევრს, რის გამოც მინისტრის მოადგილე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მინისტრის მოადგილემ კორონავირუსზე ტესტიც ჩააბარა, თუმცა პირველად პასუხი უარყოფითი იყო. კორონავირუსი განმეორებითი ანალიზის შემდეგ დადასტურდა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19. გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19, იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი იყო უარყოფითი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

იტვირთბა....