მონღოლეთი, ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო, რუსეთთან საზღვარს დროებით კეტავს. აღნიშნულ ინფორმაციას „სიენენი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთთან, თურქეთსა და ყაზახეთთან ავიამიმოსვლა შეწყდება.
შეგახსენებთ, მონღოლეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 10 მარტს დაფიქსირდა.
“კოვიდ-19” -ის პირველი შემთხვევებია დაფიქსირებული ასევე თურქეთსა და იამაიკაში.
აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია ჩინეთში.