ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ შეგეშინდეთ, მაგრამ გვაქვს ოდნავ ზრდა მიმართვიანობის გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე გადათვლით”

არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება გრიპთან მიმართებაში,  ამის შესახებ რიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ახლა ჩვენ გვაქვს გარკვეული ზედდება ამ ორი რესპირატორული ინფექციის. მარტის მეორე კვირაში, უკვე გვაქვს ოდნავ, არ შეგეშინდეთ, მაგრამ სიფხიზლე აუცილებელია, გვაქვს ოდნავ ზრდა მიმართვიანობის გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე გადათვლით და ასევე მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები კლინიკებში. რა თქმა უნდა, ეს არის 2-4%-ის ფარგლებში, მაგრამ ეს მაინც საყურადღებოა. უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ჩვენ მეორე ძლიერი ტალღა გრიპის არ მივიღოთ ქვეყანაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ცნობით, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელდა, ვრცელდება გრიპზეც და ისინი მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან.

“ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ კორონაზე ვიძლევით ახლა ვრცელდება იგივე გრიპზე – დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, პირბადეების მიფარება თუ ეს საჭიროა, შესაბამისი დამცავი საშუალებების ხმარება, ხელების ხშირი დაბანა“- განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....