დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, ფასი ჯერ პირველადი მოხმარების პროდუქციაზე გაიზრდება.
როგორც ჭყონია აღნიშნავს, კომპანიების ნაწილი მზადაა, ლარი სამიან ნიშნულთან მივიდეს.
მისივე თქმით, თუ ლარი სამიან ნიშნულს არ გადასცილდება, ძირითად პროდუქტებზე ფასების სწრაფად ზრდას არ უნდა ველოდოთ.
„ლარი სტაბილურობისკენ წავიდა, მაგრამ რაც დღეს მოხდა, ეს იყო სასწაული, გაუფასურდა უცებ 5 პუნტქტით, ამისთვის გარკვეულწილად მზად ვიყავით. ვხედავთ, რომ 1-2 თვის განმავლობაში მყარდება ლარი და შემდეგ უბრუნდება ისევ კრიზისულ ნიშნულს. ყველა მზად ვიყავით იმისთვის, რომ სამიანი ნიშნული იყო აღებული. ეს მაქსიმალრი ზღვარი, თორემ კომპანიები არიან, რომელსავ ნაკლები ჰქონდათ დაჭერილი. ხოლო, ზოგი კომპანია მზადაა, ლარი სამიან ნიშნულთან მივიდეს. თუ 2.95 ან სამიან ნიშნულს არ გადასცილდება, ძირითად პროდუქტებზე ფასების სწრაფად ზრდას არ უნდა ველოდოთ. თუმცა, პირველად მოხმარების პროდუქტი, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, თუ გაგრძელდა ლარის გაუფასურება, უფრო სწრაფად ვნახავთ მათზე ფასების ზრდას“,-განაცხადა ივა ჭყონიამ.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. დღევანდელი მონაცემით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8463 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსით 1 აშშ დოლარი 2.7963 ლარი ღირდა.