ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ეს იქნება საკონტროლო ტყვია, რომელსაც ხელისუფლება სასამართლოს თავისუფლებას დაასვამს “- დოლიძე უზენაესი მოსამართლეების კანდიდატებზე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით მოსამართლეებთან კონსულტაციები დასრულდა.

ცნობულია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი დასახელდა – შალვა თადუმაძე და ნინო ქადაგიძე.

ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძე კანდიდატებს აფასებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს ფარსია.

“იქნება საკონტროლო ტყვია, რომელსაც ეს ხელისუფლება დაასვამს სასამართლოს თავისუფლებას. აქ დასახელდა სრულიად ფსევდოდ ორგანიზებულ პროცესში ორი კანდიდატი. უნიჭო მსახიობების მიერ ნათამაშებ სპექტაკლს ვუყურებდით. ეს იყო ქება და ქება ამ ორ კანდიდატის. და თითქოს აქ იყო დისკუსია, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონდა”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატებთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოშიც გაიმართება სხდომა.

 

იტვირთბა....