ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოზურგეთში იტალიიდან ჩამოსულმა ქალმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია

ოზურგეთში, იტალიიდან ჩამოსულმა პირმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შეტყობინება შევიდა.

როგორც ცენტრში აცხადებენ, შუახნის ქალი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სეირნობდა. როგორც ქალმა განმარტა, ის გვიან ღამით გამოვიდა სასეირნოდ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ ყოფილა.

ადგილზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და სამართალდამცავები იყო მობილიზებული.

ქალი იტალიიდან 4 მარტს ჩამოვიდა. ჯერჯერობით მას დაავადების სიმპტომები არ აღენიშნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ქალს, სავარაუდოდ, კარანტინში გადაიყვანენ.

 

იტვირთბა....