ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი ბრიუსელში თვითიზოლაციაში იმყოფება. ის 14 დღის განმავლობაში მოვალეობას სახლიდან შეასრულებს. სასოლი იტალიაში იმყოფებოდა, რის გამოც თვითიზოლაცია გადაწყვიტა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსი მოითხოვს პასუხისმგებლობას და სიფრთხილეს. მისი თქმით, ევროპარლამენტი მუშაობას აგრძელებს და ვირუსი დემოკრატიას ვერ დაბლოკავს.