ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიდერლანდების პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევისგან, რის შემდეგაც მინისტრს თავად ჩამოართვა ხელი 

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ კორონავირუსის გამო მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევისგან,

ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში პრემიერმა თავად ჩამოართვა ხელი მთავრობის მინისტრს, ჯააპ ვან დიზელს, რომელთან ერთადაც პრესკონფერენციას მართავდა.

ჯააპ ვან დიზელმა პრემიერს მიუთითა, რომ როგორც თავად აღნიშნა, ხელის ჩამორთმევა რეკომენდებული არ არის. ამის შემდეგ მარკ რუტემ ბოდიში მოიხადა.

იტვირთბა....