კორონავირუსიტ დაინფიცირებულ პატიენტებს სიმტოპები საშუალოდ 5 დღეში უვლინდება, თუმცა 14 დღე საკარანტინო პერიოდი არის გონივრული.
ამ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ავრცელებს.
ჯანდაცვის სპეციალისტების მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულების ინკუბაციის პერიოდი უფრო დიდია(5 დღე), ვიდრე ჩვეულებრივ გაციებასის დროს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ინფიცირებულებიდან ვირუსის ნიშნები 2,2 დღეში მხოლოდ 2,5%-ს გამოუვლინდა. ამასთან, დაავადებულთა 97,5%-ს სიმპტომები 11,5 დღის განმავლობაში აღენიშნება.
ასევე, ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის შემთხვევაში 14 დღიანი საკარანტინო პერიოდის გამოყენება მიზანშეწონილია.
თუმცა, მათივე კვლევა ცხადყოფს, რომ კარანტინში მყოფი ყოველი 10 000 პაციენტიდან 101-ს ვირუსის ნიშნები 14 დღის შემდეგაც შეიძლება, გამოუვლინდეს.