ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 10 ადამიანია

სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 10 ადამიანია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეგიონული ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას განცხადებით,  იტალიიდან ჩამოსული ადამიანები თვითიზოლაციას ზუგდიდში, სენაკსა და წალენჯიხაში გადიან.

“არც ერთ მათგანს კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნება. უმეტესობა მკაცრად იცავს წესებს, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა შეტყობინება მოგვივიდა დარღვევაზე და შესაბამისი ზომები მივიღეთ, აღსანიშნავია, რომ ჩვენგან არც ერთი საკარანტინო ზონაში არ გადაუყვანიათ,”- განაცხადა ნანა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევა გამოვლინდა.

 

იტვირთბა....