საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროს საკარანტინე სივრცეში გუშინ, გვიან ღამით 30 ადამიანი შეიყვანეს. ყველა მათგანი სამოგზაუროდ იტალიაში იმყოფებოდა.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერ მაია ხელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სასტუმროში კარანტინს სულ 31 ადამიანი გადის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ექიმის ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია იმ ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობაც, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით არის მოთავსებული.
„თითოეულ მათგანს მიცემული აქვს ინსტრუქცია და ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით. პირდაპირ აეროპორტიდან გადმოიყვანეს ეს ადამიანები ჩვენთან. ამ დროისათვის ვირუსის ნიშნები არც ერთ მათგანს არ აღენიშნება“, – აცხადებს მაია ხელაძე.