ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კორონავირუსის გამო იტალია ე.წ. წითელ ზონად ცხადდება

იტალია

კორონავირუსის გამო იტალია ე.წ. წითელ ზონად ცხადდება. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაწესდა.

დღეიდან 3 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი შეკრებები აიკრძალა. იტალიის რამდენიმე პორტში აიკრძალა საკრუიზო გემების შესვლაც. გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება. დახურულია სასწავლო დაწესებულებები.

იტალიის 60 მილიონიანი მოსახლეობისთვის სხვა ქალაქში გამგზავრება მხოლოდ სამ შემთხვევაში: სამსახურის, სამედიცინო საჭიროებისა და გადაუდებელი შემთხვევების დროს არის ნებადართული.

იტალია ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაიღუპა 97 და ვირუსი დაუდასტურდა 1800-მდე ადამიანს.

საერთო ჯამში ქვეყანაში “კოვიდ 19″-ით ინფიცირების 9 ათასზე მეტი შემთხვევა და გარდაცვალების 463 ფაქტი ფიქსირდება.

იტვირთბა....