მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის საფრთხე დაინფიცირებული ქვეყნების ზრდასთან ერთად, სულ უფრო რეალური ხდება.
„ახლა, როდესაც ახალი კორონავირუსი ასეთი რაოდენობის ქვეყნებშია გავრცელებული, პანდემიის საფრთხე გაცილებით რეალური ხდება. თუმცა, ეს იქნება პირველი პანდემია ისტორიაში, რომლის კონტროლირებაც შეიძლება.
ჩვენ გვამხნევებს ის, რომ იტალია აგრესიულ ზომებს მიმართავს ეპიდემიის შესაკავებლად და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში ამ ზომების ეფექტურობა დადასტურდება“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიუსუსმა.