ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსის გამო ციხეში ამბოხი მოხდა, შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ციხეებში იტალიის მთავრობის მიერ გამკაცრებულმა ზომებმა პატიმრების ამბოხი გამოიწვია.

New York Post-ის ცნობით, ამბოხების დროს ერთმანეთს პატიმრები და ციხის თანამშრომლები დაუპისიპირდნენ, შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა.

პატიმრებმა მთავრობის მიერ ის რეგულაცია გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ვირუსის ციხეებში გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, მნახველების მიღება დროებით შეწყდა.

შემთხვევა მოდენას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა, სადაც მისულები იყვნენ პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები. მათ ციხის გარეთ პაემნების შეჩერება გააპროტესტეს.

ამბოხების შედეგად არიან დაზარალებულებიც, მათ შორის პოლიციის თანამშრომლებიც.

გავრცელებული ცნობით, არეულობა კვირას დაიწყო. როცა 60-მა პატიმარმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარი გააჩინა და გაქცევა სცადა. სამართალდამცველებმა 500 პატიმრის გაქცევა აღკვეთეს.

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....