“ქართული ოცნების” ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა. შეხვედრის ექსკლუზიურ ფოტომასალას “ტვ პირველი” ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, მმართველი პოლიტიკური პარტიის კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამირან გამყრელიძის შანსები, გახდეს ჯანდაცვის უწყების პირველი პირი, სამედიცინო სფეროში მოქმედი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებებით გამოწვეული უკმაყოფილებების ფონზე, სულ უფრო რეალური ხდება, გამყრელიძე კი, სულ უფრო პოპულარული.
რა გეგმა აქვს ჩხარტიშვილს გამყრელიძესთან დაკავშირებით და არის თუ არა ის ივანიშვლთან მთავარი რეკომენდატორი? – “ტვ პირველთან” ბიზნესმენი აცხადებს:
“რა შუაშია მთავრობის ცვლილება. მეგობარს შევხვდი სამედიცინო საკითხებზე. მე რატომ უნდა შევხვდე საერთოდ ცვლილებებზე, რა ჩემი საქმეა. ამაზე ვსაუბრობ, რომ ეს პროვოკაციული თემაა”.