საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უგულავას თანაგუნდელებს ვალდებულებები აქვთ მის წინაშე და მედიაში გაკეთებული განცხადებებით, სწორედ მას ატყუებენ.
“შეთანხმება შედგა იმაზე, რაც წერია ამ დოკუმენტებში. ვიღაცას მოუნდა ვიღაც მოატყუოს. მგონი ვალდებულებები აქვთ უგულავას წინაშე და იმას ეპრანჭებიან, მოუნდათ თანაგუნდელის მოტყუება და იმას მოატყუონ, რას ატყუებენ 4 მილიონ ადამიანს” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ “ტვ პირველის” ეთერში.
მამუკა მდინარაძის თქმით, შეთანხმების დოკუმენტებში პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი არ არის შეტანილი, რადგან სახელმწიფო სასამართლოს გადაწყვეტილებებში არ ჩაერევა.
“შეთანხმება პოლიტპატიმრებზე არ ყოფილა. არ უნდა ელოდოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თუ იქ მტკიცებულებები არ იქნება, სასამართლო მას გაანთავისუფლებს. პოლიტპატიმრების გამოშვებასთან დაკავშირებით, ვერანაირი შეთანხმება ვერ იქნება, რადგან სახელმწიფო ამაში არც უნდა ჩაერიოს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.