ბაქოში, სამედიცინო ნიღბების უკანონო გაყიდვისთვის რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამოღებულია ერთ მილიონზე მეტი ნიღაბი.
აზერბაიჯანის შსს-ის ინფორმაციით, გამოავლინეს ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ, ქვეყანაში კორონავირუსის გამო სამედიცინო ნიღბებზე მზარდი მოთხოვნით ესარგებლათ და რეალურ ღირებულებაზე მაღალ ფასად გაეყიდათ და კონტრაბანდული გზით საზღვარგარეთ გაეტანათ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში კორონავირუსის ცხრა შემთხვევა დადასტურდა.