ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისში ნიდერლანდელ ტურისტს ეძებენ

ქუთაისში ტურისტს ეძებენ. ნიდერლანდების მოქალაქის, 23 წლის სიმ ვიგერის კვალი ქუთაისში, 7 მარტის საღამოს შემდეგ იკარგება.

ახალგაზრდა ბოლოს, მეგობართან ერთად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, კვების ობიექტ „ბარაქაში“ იმყოფებოდა.

“რესტორან “ბარაქაში” ვსადილობდით. ნასვამები ვიყავით. შემდეგ ის წავიდა, არ ვიცით სად. მე მაკდონალდსში მივედი, შემდეგ სასტუმროში დავბრუნდი და დილის 7 საათამდე ველოდებოდი მის დაბრუნებას, თუმცა არ მოვიდა. გუშინ, პოლიციას შევატყობინე და ახლა ყველა ეძებს მას. ჩვენ უკვე 32 საათია, არაფერი ვიცით მის შესახებ. დღეს პოლიციაში მივდივარ, კამერების ჩანაწერები უნდა ვნახოთ. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ღამის 01:00 საათზე ნახეს ნასვამი რუსთაველის ქუჩაზე, ალკორიუმთან. არ ვიცი როგორ დაიკარგა. დღეს მისი და ჩემი მშობლებიც ჩამოდიან საქართველოში. იმედია, მალე ვიპოვით”, – აცხადებს ვიგერის მეგობარი.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პირის დაკარგვის შესახებ შემოსული განცხადების საფუძველზე, მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს საძიებო ღონისძიებები.

 

 

იტვირთბა....