პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელსაც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე წარადგენს.
ამ დადგენილების პროექტში დაფიქსირებულია კომიტეტის პოზიცია.
კანდაცვის კომიტეტს მიაჩნია, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია.
როგორც პროექტში ნათქვამია, გამოიკვეთა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვა თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს გააძლიერებს.