ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამბროლაურში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენი ჩაერთო

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენია ჩართული.

“რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლს ვერტმფრენებთან ერთად 150-ამდე მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური სპეც ტექნიკის საშუალებით აქრობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ხელმძღვანელობს.

ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

იტვირთბა....