გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, ამ დროისთვის 22 სუბიექტს აკვირდებიან.
მოთავსებულ პაციენტებს შორის 4 სამხედრო მოსამსახურეა, 2 – ბულგარეთის და 1 – ირანის მოქალაქე.
სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, 4-მა პაციენტმა კარანტინი უკვე დატოვა, ხოლო 5 ახალი პაციენტი დაემატა. ხუთივე უკვე გამოკვლეულია და ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ.
ამ დრომდე, გორში ვირუსის დადასტურების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ხოლო, დღეის მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული.