ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრულო პოლიციამ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.ს. შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცველებმა მის მიერ ცოლის – 1987 წელს დაბადებული ნ.ს.-ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოსცეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....