თბილისში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი დაარბიეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
როგორც დეკანოზმა, დავით შაქარიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ტაძრიდან არაფერი წაუღიათ.
“დამირეკეს დაცვის პოლიციიდან, რომ ტაძარი გატეხილია. ეტყობა სიგნალიზაცია რომ ჩაირთო, გაიქცნენ მაშინვე. ტაძარში ხატები წაქცეული, ანალოგია – დამსხვრეული. დიდი ქვით იყო ფანჯარა ჩამტვრეული. პოლიციისთვის არ მიმიმართავს. ვთვლი, რომ მათი მოძებნა არის ქილაში ნემსის პოვნა”, – უთხრა ჟურნალისტებს დეკანოზმა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო.