“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”(EMC) აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ვითარებას აფასებს და მას კრიტიკულად მძიმეს უწოდებს.
ორგანიზაცია მიმდინარე პროცესების მიღმა ხელისუფლების აშკარა ინტერესებს ხედავს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ხელისუფლების ქმედებები მიმართულია იქითკენ, დაასუსტოს კრიტიკულ პოზიციებზე მყოფი პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია ჯგუფები.
EMC მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში მენეჯმენტის მხრიდან უხეში ჩარევაზე ამახვილებს ყურადღებას. სწორედ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავს ტელევიზიის წამყვანი თანამდებობიდან გათავისუფლებული პირების ინტერესებს სასამართლოს წინაშე.
EMC დღეს საზოგადოებას მიმდინარე პროცესების შესახებ ბოლო ინფორმაციას მიაწვდის.