ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 366-მდე გაიზარდა

იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 366-მდე გაიზარდა, 7 375 ადამიანი კი, ინფიცირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული “გარდიანი” ავრცელებს.

იტალიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში 16 მილიონამდე ადამიანი კარანტინში აპრილამდე დარჩება.

საკარანტინო პირობების თანახმად, საქორწილო, რელიგიური და კულტურული ღონისძიებების ჩატარება შეჩერებულია.

გარდა ამისა, დაიკეტა სამთო კურორტები. კინოთეატრებმა, ღამის კლუბებმა საცურაო აუზებმა, სავარჯიშო დარბაზებმა, მუზეუმებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს.

 

იტვირთბა....