ეგვიპტეში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცი გერმანიის მოქალაქეა. მამაკაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ლუქსორიდან ჰურგადაში ჩასვლის შემდეგ გამოუვლინდა.
შეგახსენებთ, ეგვიპტეში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 14 ადამიანი მკურნალობს.