ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჩხერის საავადმყოფოში მყოფ კიდევ ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის საავადმყოფოში მყოფ კიდევ ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საავადმყოფოს დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით,  პაციენტი ჭიათურის მცხოვრებია. ის საზღვარგარეთ არ ყოფილა, თუმცა  კონტაქტი ჰქონდა უცხოეთის მოქალაქეებთან და სიმპტომების გამო, ტესტი გაკეთდა.

ქამუშაძის თქმით, პაციენტს სახლში გაწერენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთი სწორედ საჩხერის საავადმყოფოშია მოთავსებული.

იტვირთბა....