ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო)”ძალადობას არ ამართლებს რა მეცვა და სად ვიყავი” – ფილარმონიასთან ფემიციდის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ “ქალთა მოძრაობის” ინიციატივით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის კიბეებთან პერფორმანსი გამართეს.

“წელს ფემიციდი ყოველდღიურობად გვექცა: სულ რაღაც 2 თვეში 8 ქალი მოკლეს. დამნაშვეს ყველა სხვაში ხედავს. ფემიციდი სოციალურ პრობლემად იქცა და დროა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:

იტვირთბა....