ჩინური კომპანიის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან და იანვრის თვეში ჩინეთში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი საკარანტინო პერიოდი გაიარეს. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, არცერთ მათგანს კორონა ვირუსის სიმპტომი კარანტინის სრული პერიოდის განმავლობაში არ გამოუვლინდა.
ჩინეთის მოქალაქეებმა, საერთო ჯამში 83-მა პირმა, საკარანტინო პერიოდი გაიარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, იზოლირებულად, ჯანდაცვის წარმომადგენლების მონიტორინგის ქვეშ.