ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დიპლომატების მონაწილეობით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დიპლომატების მონაწილეობით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი, შედგება თუ არა საბოლოოდ შეთანხმება საარჩევნო მოდელზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

მმართველი გუნდიდან მოლაპარაკებას ესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დეპუტატი ირაკლი კობახიძე. მათ შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარი არ გააკეთეს.

ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებიან: „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი, „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი გია ჟორჟოლიანი, დამოუკიდებელი დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში.

როგორც ოპოზიციის წევრების ნაწილმა შეხვედრაზე შესვლამდე აღნიშნა, აქვთ მოლოდინი, რომ შეთანხმება შედგება.

შეხვედრაზე იმყოფება რამდენიმე დიპლომატი, მათ შორის საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.

იტვირთბა....