გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსი 206 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.
“ვირუსზე ტესტი 21 460 ადამიანს ჩაუტარდა გაერთიანებულ სამეფოში, რომელთაგანაც 21 254 უარყოფითი აღმოჩნდა, 206 კი დადებითი”, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.
არსებული ცნობით, ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა.