კორონავირუსის ინფექციის გამო, მსოფლიოს ავიაკომპანიები მასშტაბური ფინანსური კრიზისისთვის ემზადებიან.
პრობლემა მგზავრთა რაოდენობის შემცირებით არის გამოწვეული. 2010-იან წლებში მზარდი მოგების შემდეგ 2020 წელი მათთვის მრავალმილიარდიანი ზარალით შეიძლება დასრულდეს.
უკვე გაკოტრებულ ავიაკომპანიათა სიაში ხვდება Flybe, რომელიც კრიზისს გასულ წელსაც განიცდიდა, ხოლო კორონავირუსმა მისი არსებობა დაასრულა.
ჯერ კიდევ 2 კვირის წინ მსოფლიოს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) ავიაკომპანიების ბრუნვის შემცირებასა და შესაძლო ზარალს 30 მილიარდ დოლარად აფასებდა, თუმცა 6 მარტისთვის ეს ციფრი გაორმაგდა და 63 მილიარდ დოლარამდე ავიდა.
IATA კიდევ უფრო ცუდ მომავალს წინასწარმეტყველებს და აცხადებს, რომ თუ კორონავირუსის შეჩერება დროულად ვერ მოხერხდა, ავიაკომპანიების ზარალი 113 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს