ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელავში, იტალიიდან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქემ თვითიზოლაციის რეკომენდაცია დაარღვია

თელავში ერთ-ერთ სილამაზის სალონში ინციდენტი მოხდა. საქმე ეხება იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა თვითიზოლაციის რეკომენდაცია. თუმცა, ქალმა რეკომენდაცია დაარღვია და მივიდა სალონში, სადაც დაიწყო მოყოლა თუ როგორ იმგზავრა იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა.

სალონის თანამშრომლებმა მას მომსახურებაზე უარი განუცხადეს და დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროში დარეკეს.

“სალონში წასულა იტალიიდან დაბრუნებული ქალი, თან ყვებოდა, რომ მან იმგზავრა იმ 44 წლის მამაკაცთან ერთად, რომელსაც კორონავირუსი აუდგინეს” – აცხადებს ადგილობრივი.

მომხდარზე რეაგირება მოახდეინა დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლობამ და ქალი თვითიზოლაციაში დააბრუნეს. თუ კიდევ ერთხე მოხდება მსგავსი შემთხვევა და მოქალაქე დაარღვევს თვითიზოლაციის წესებს, მას იძულების წესით კარანტინში გადაიყვანენ.

იტვირთბა....