ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპის საარჩევნო შტაბმა CNN-ს სასამართლოში უჩივლა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა, ტელეკომპანია CNN-ს ტელეარხზე გასული სიუჟეტის გამო სასამართლოში უჩივლა.

სიუჟეტის მიხედვით, ტრამპი 2020 წლის არჩევნებისთვის რუსეთისგან დახმარების მიღებას ცდილობს.

ტრამპის გუნდი აცხადებს, რომ CNN ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ მასალა მაინც გაავრცელა. ამის საფუძველზე, ტრამპის გუნდი ტელეარხს „ყალბი და ცილისმწამებლური“ ინფორმაციის გამოქვეყნებაში სდებს ბრალს.

იტვირთბა....