ბრიუსელში, აშშ-ს სახელწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ დახურულ კარს მიღმა შეხვედრები გამართა, სადაც საუბარი იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მეთიუ ბრაიზამ „ფორმულასთან“ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება. მეთიუ ბრაიზამ ასევე გიგი უგულავას საქმეზეც ისაუბრა.
„შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ გამოძიების დაწყების დრო ეჭვებს ბადებს, არ ვიცი საქართველოს კანონმდებლობა როგორია, უშვებს თუ არა კანონი გიგი უგულავას მეორე ვადით ციხეში გაშვებას იგივე ბრალდებით, შესაძლოა არის ასეთი რამ და მე არ მესმის, მაგრამ ჩვენთან მსგავსი რამ შეუძლებელია მოხდეს, მიუხედავად ამისა უკეთესი იქნება საქართველოსთვის გააგრძელოს სვლა გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი განვითარების გზით.
რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ამ საკითხზე დებატები ჯანსაღი პროცესია, მაგრამ არ არის ჯანსაღი თუ ძალადობა ხდება, ხალხმა ე.წ. გავრილოვის ღამე გააპროტესტა, რისი სრული უფლება ჰქონდა, მაგრამ ძალადობა არ იყო კარგი. ქვეყანა მიდის არჩევნებისკენ და ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი, ის უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და უნდა ასახავდეს დაპირებულ რეფორმებს, თუ ეს რეფორმები არ გატარდება მაშინ უნდა ახსნა მიზეზებიც“,-განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.