აჭარის ტელევიზიის დირექტორის გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებით, მაუწყებლის წამყვანს, უფლებამოსილება შეუჩერდა.
კოხრეიძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით უწყდება. ამის მიზეზად დასახელებულია ის, რომ 6 მარტს, ტელევიზიის შენობაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.
რაც შეეხება თავად ფაქტს, რომელსაც ტელევიზიის ხელმძღვანელობა იკვლევს, დოკუმენტში წერია, რომ თეონა ბაკურიძე საინფორმაციოს ახალ უფროზე ფსიქოლოგიურად ახდენდა ზეწოლას.
“სამუშაო დროის პერიოდში, როდესაც ოთახში იმყოფებოდა გიორგი აბაზაძე და იწყებდა დღის გეგმის დაწერას, თ. ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას. ის ახდენდა ზეწოლად ფსიქოლოგიურად და აიძულებდა გ.აბაზაძეს განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა მისი პოზიცია”, – წერია დოკუმენტში.