aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულების რიცხვმა 100000-ს გადააჭარბა. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

ამ დროისთვის, ვირუსის ყველაზე მეტი, 80 556 შემთხვევა ჩინეთშია დადასტურებული.  6 593 შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში. ინფიცირებულთა 4 747 შემთხვევა გამოვლინდა ირანში. იტალიაში 3 858 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა გერმანიასა და საფრანგეთშიც. ამ დროისთვის გერმანიაში კორონავირუსის 577, ხოლო საფრანგეთში 423 შემთხვევა გამოვლინდა.  ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს ვატიკანშიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა.

იტვირთბა....