ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

“კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით მუშავდება ცენტრის რაინული შენობები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. რაც შეეხება ეკიპაჟების აღჭურვულობას, მედიკოსები სრულად არიან უზრუნველყოფილი პერსონალური დაცვის საშუალებებით. მათ ეკიპირებაში შედის : C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმელი, სამედიცინო ნიღბები და პერსონალური დაცვის სათვალეები.

ცენტრი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....