“ევროპაში მდგომარეობა დღითი – დღე უარესდება. იტალია რჩება ძირითად პრობლემად. მაგრამ გერმანიაში და საფრანგეთშიც იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი. ვერცერთი მთავრობა ვერ მოერევა პრობლემას, თუკი მოქალაქეებს არ ექნებათ მაღალი პასუხისმგებლობა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ გარესამყაროსთან კონტაქტი . მოქალაქეებს მოგვეთხოვება მეტი პასუხისმგებლობა. თუ ადამიანები პასუხისმგებლობით არ მოიქცევიან, საზღვრები სულ რომ ჩავკეტოთ ვირუსი ქვეყნის შიგნით მაინც გავრცელდება. დილით თავდაცვის მინისტრი გვისაბუთებს, რომ არ არის იტალიასთან ფრენების შეწყვეტის აუცილებლობა და 2 საათში წყვეტს ფრენებს. თუ მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს იმის მიხედვით, ფეისბუქზე რომელი ემოცია ჭარბობს, ეს მაშინებს”
ზურაბ ჭიაბერაშვილი – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
“ტვ პირველი” , დიანა ტრაპაიძის დღის ამბები
შეგახსებეთ, რომ ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა გამოვლინდა.
.